მთავარისიახლეებისამართალიხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ. ივანიშვილის ლპობადი მმართველობა ყველაფერზე მიდის

ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ. ივანიშვილის ლპობადი მმართველობა ყველაფერზე მიდის

Published on

ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ყოველგვარ გონიერებას მოკლებულია, რადგან „ყველაფერზე წავიდა“. – ასე ეხმაურება რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქონების დაყადაღებას

„ეს უპრეცედენტო რამ არის. მსგავსი თავხედობა იშვიათია რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას ჩაედინოს, რომ ყველა ანგარიში გაუყინო ადამიანს, რომელიც ქვეყნის უდიდესი პროექტის განმახორციელებელია, რეგიონში უდიდესი ბანკის აქციონერია და ასევე, გამოთქმული აქვს პრეტენზია საზოგადოებრივი აქტივობის დაწყებისთვის. 

ივანიშვილის მმართველობა ამ ქვეყნის დეგრადაციის საბოლოო სტადია და ლპობადი მმართველობაა, ეს არის ყოველგვარ გონიერებას მოკლებული და შეიცავს დიდ ხიფათს ზოგადად, ქვეყნისთვის, რადგან ყველაფერზე წავიდა. ასეთი რამ ხელისუფლებისთვის კარგად არ მთავრდება. ნათელია, რომ ივანიშვილს ანაკლიის პროექტი არ აწყობს, ხაზარაძის საქმე ამ პროექტის საბოლოო დასამარებაა. ნული შანსია ამ ინვესტორების მიერ ამ ხელისუფლების პირობებში პროექტის გაკეთების, შემდეგ ივანიშვილი რას იზამს, ვის გააკეთებინებს და ამაში რა ინტერესებს ჩადებს, რუსეთს როგორ შეუთანხმდება ეს კიდევ სხვა საკითხია“,- განაცხადა გოცირიძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი საფუძვლიანად მიიჩნევს საზოგადოებრივ აზრს, რომ პროკურატურის ბრალდებები მამუკა ხაზარაძის მიმართ პოლიტიკურია

,,რაც შეეხება ყადაღას, როცა აყადაღებენ ზუსტად იმ თანხას, რომლითაც პროკურატურის ვერსიით აზარალა ხაზარაძემ, ხომ უნდა თქვან ვის სასარგებლოდ აყადაღებენ, ვინ არის დაზარალებული? ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ? ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება და პროკურატურა, როგორც ინსტრუმენტი ლოგიკურ ნონსენსშია შესული. – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისათვის: დღეს მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. როგორც ხაზარაძე წერს, ეს ემსახურება იმას, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...