მთავარისიახლეებისამართალიმამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს

Published on

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.

“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და რეკომენდაციების შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით.

ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისთვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს. ამის შესახებ ის ფეისბუკის გვერდზე წერს.

“ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...