მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდაცვის ექს მინისტრს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს, ირაკლი ოქრუაშვილი თავდამსხმელებს ასახელებს

თავდაცვის ექს მინისტრს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს, ირაკლი ოქრუაშვილი თავდამსხმელებს ასახელებს

Published on

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.მისი განცხადებით, ოქრუაშვილი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაიყვანეს . არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმე ნასამართლევია. ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს და მომხდარში ედუარდ ნუცუბიძესა და ალექსანდრე ინდიაშვილს ადანაშაულებს. ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს. ”დილიდან, საარჩევნო რეჟიმში ვაწარმოებდით შეხვედრებს ჩვენს აქტივისტებთან ერთად, გორის ერთ-ერთ უბანში. ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე, მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდიაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მას ჰქონდა სურვილი აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად და დელიკატურად აუხსნეს, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა. ბოლოს შეხლა-შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემს, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართულებით. დაჭრილია ჩემი დაცვის ერთი წევრი და ჩვენი ერთ-ერთი კოორდინატორი”, – განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გორში შეინიშნება საარჩევნო პროცესში ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება. ”ამ ყველაფრის თავია კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების აქტიურობას. ის აძლევდა გარანტიებს ამ ბიჭებს, რომ მათ არავინ შეეხებოდა”, – აცხადებს ოქრუაშვილი. 
 
 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...