მთავარისიახლეებიმედიცინაზუგდიდში ავარიის დროს დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდში ავარიის დროს დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

Published on

ზუგდიდში, დღეს დილით ავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება:”თავისა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით პაციენტი გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში”- განაცხადა ორჟონიამ.

ჯერჯერობით დაშავებული ქალის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ქვეითად მოსიარულე ქალს აუდის მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩას კვეთდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...