მთავარისიახლეებიპოლიტიკა"აშშ ძლიერად უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს"- ელიზაბედ რუთი

“აშშ ძლიერად უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს”- ელიზაბედ რუთი [Video]

Published on

ანაკლიის პორტის პროექტში აშშ – ის ინვესტიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა. მან ეს შეფასება კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” გასვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.

“ამ საკითხებზე და მეწილეებზე ანაკლიის კონსორციუმს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება სხვა მხრივ აშშ ძლიერად უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და მომავალი კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამერიკული ინვესტიცია ამ პროექტში, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობას,”- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკულმა “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის კონსორციუმი 15 აგვისტოს დატოვა.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...