მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ფორცხოლქ გეუცის'': სამალავების ,,აღმოჩენა'' - კონკურენტი პოლიტიკური ძალის კომპრომენტირების თუ...

,,ფორცხოლქ გეუცის”: სამალავების ,,აღმოჩენა” – კონკურენტი პოლიტიკური ძალის კომპრომენტირების თუ საქართველოს განიარაღების მცდელობა?

Published on

“ არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს.ეს იარაღი ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებიდან, სხვადასხვა დროს, ” – განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2009-2011 წლებში  შექმნილი საბრძოლო მასალების სამალავის აღმოჩენასთან დაკავშირებით. თუმცა  ამ განცხადებამ ხელი ვერ შეუშალა ბრიფინგის  შემდეგ მმართველი პარტიის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს, რომლის მიღმა დგას მცდელობა ამ ფაქტით გაამყაროს უკანასკნელ დღეებში მის მიერ არაერთხელ   გაჟღერებული პირდაპირი და არაპირდაპირი მინიშნებები იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს. 
,,ქართული ოცნების''  გენერალურმა მდივანმა   კახა კალაძემ ბრიფინგის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ  გამოძიება დაადგენს, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი  საბრძოლო მასალების სამალავებსა და ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციას შორის, თუმცა  იქვე აღნიშნა შემდეგი: 
"თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ სამეგრელოში იქნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ. ეს რამდენიმე წლის წინ იყო, ახლა გამახსენდა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მიდიოდა საუბარი. მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი გადამალული. ''
 გამოძიების შედეგებზე აქცენტრება ვერ ჩრდილავს მმართველი პარტიის  გენერალური მდივნის უსუსურ მცდელობას იარაღის სამალავები გამოიყენოს მტკიცებულებად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ,,მხილებაზე''  მიმართულ კამპანიაში. 
 დავით უსუფაშვილი ეჭვობს, რომ საბრძოლო მასალების სამალავების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შს სამინისტრომ გაახმაურა, კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტული მიზნით, დღეს გაავრცელა.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამ თემაზე საჯაროდ არ გეგმავს საუბარს და ის ამ საკითხით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ისე დაინტერესდება და ეცდება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია. 
"მე დღევანდელი ინფორმაციით შს სამინისტროდან, ვარ გაოგნებული და მეტ კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. მაგრამ ვარ გაოგნებული, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სხვა ფორმით და ფორმატში შევეცდები საკითხში გარკვევას. გეუბნებით ვარ გაოგნებული და შოკირებული. რაღაც მიზეზით ვიღაცამ გადაწყვიტა ამის გახმაურება დღეს. იმედი მაქვს ეს გაოგნება მომეხსნება,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
გიორგი მღებრიშვილი კითხვაზე შესაძლოა, თუ არა სამალავები განკუთვნილი ყოფილიყო ფორსმაჟორული ვითარების დროს, ჯარისთვის საბრძოლო მასალების შესანახ წერტილად,  ამბობს, რომ მოიძიეს ეს ინფორმაცია, თუმცა შესაბამისი დოკუმენტების აღმოჩენა ვერ მოხდა.  
სხვა პასუხი აქვს  თავდაცვის ყოფილ მინისტრს  დიმიტრი შაშკინს. იგი  განმარტავს, რომ  მსგავსი სამარხები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა წერტილებში შეიქმნა, რათა რუსეთის მხრიდან ოკუპაციის განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, სამხედრო პირებს იარაღის მარაგის შევსება დაბრკოლებების გარეშე შეძლებოდათ. მისივე თქმით, სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო გრიფი საიდუმლოს წარმოადგენს და მასთან წვდომა, გაერთიანებულ შტაბში მომუშავე მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც უმაღლესი დაშვების მქონე საშვებს ფლობენ:

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, გაერთიანებულმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, იმ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებიდან გამომდინარე, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდიანრე, იყო შესწავლილი ბალტიის ქვეყნების, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, შესაბამისად იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა შეიქმნას სათადარიგო ცენტრები, სადაც რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მცდელობის შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების მებრძოლებს, ექნებოდათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ ამ წერტილებში, შეევსოთ ტყვია-წამლის მარაგი და მიეღოთ იარაღი. ''
 
,,გავალო ფორცხოლქ გეუცის'',  მთლად აერიათ თავგზა – წერენ სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები სამეგრელოდან, სადაც იარაღის ყველაზე სოლიდური სამალავია ,,აღმოჩენილი'', სავსებით ლეგიტიმურია მათი  კითხვა – რას ემსახურება სამალავების თემის აგორება ხელისუფლების მიერ  შს სამინისტროს ხელით  – კონკურენტი პოლიტიკური ძალის კომპრომენტირებას თუ უფრო შორს მიმავალ მიზანს – საქართველოს განიარაღების მცდელობას, მით უფრო სამეგრელოში, რომელიც  უშუალოდ ესაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიას და რომელიც მიზანში ყავს ამოღებული რუსეთის ,,სასაზღვრო''ჯარებს? 
 
 
 
 

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...