მთავარისიახლეებიმსოფლიობარაქ ობამას და ანგელა მერკელის განცხადებით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური დაბომბვა "ბარბაროსობაა"

ბარაქ ობამას და ანგელა მერკელის განცხადებით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური დაბომბვა “ბარბაროსობაა”

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დაბომბვა მკაცრად დაგმეს. გერმანული პრესის ცნობით, მათ განაცხადეს, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური დაბომბვა „ბარბაროსობაა“.თეთრი სახლის ცნობით, სირიაში არსებული სიტუაცია ობამამ და მერკელმა სატელეფონო საუბარში განიხილეს. ორივე ლიდერი თახნმდება, რომ მოსკოვს და დამასკოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტონ და შექმნან შესაბამისი პირობები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. სირიის არმიამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე შეტევითი ოპერაცია რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით დაიწყო. გაერო-ს ცნობით, გასულ კვირას ალეპოში სულ მცირე 320 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 100 ბავშვი. 
 

სიახლეები

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...

პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას...

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...