მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა საქართველოში, კოღო ბიძინა ოქრუაშვილის საკანში

ბიძინა საქართველოში, კოღო ბიძინა ოქრუაშვილის საკანში

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროდან პოსტს აქვეყნებს:

“ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს. დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვიფიქრე, მოვკლავ-მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. – მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ-მეთქი, გავიფიქრე. ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე, ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები, რაღაც სახელს დავარქმევ-მეთქი.

სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი, აბა, სხვა რა სახელს დავარქმევდი, როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა, რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს, როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას.” – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...