მთავარისიახლეებიპოლიტიკაჭაქვინჯში მოსახლეობა ირაკლი მებონიას სახელობის ჩამონგრეული სტადიონის აღდგენას ითხოვს

ჭაქვინჯში მოსახლეობა ირაკლი მებონიას სახელობის ჩამონგრეული სტადიონის აღდგენას ითხოვს

Published on

სოფელ ჭაქვინჯში ირაკლი მებონიას სახელობის ახალაშენებული სტადიონი ჩამოინგრა,ადგილობრივი მოსახლეობის თქმით უკვე 3 თვეა სტადიონის ერთი კედელი წვიმების შედეგად ნელ-ნელა იშლება, მათი განმარტებით, სოფელში სტადიონი სულ რამდენიმე თვეა აშენდა, მაგრამ უხარისხოდ, მოსახლეობის თქმით სოფლიდან დაუკავშირდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას,რომ მიექციათ ყურადღება და გაემაგრებინათ კედელი,მაგრამ მათი თქმით აქამდე პასუხი ვერ მიიღეს.მოსახლეობა აცხადებს რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ.ამ საკითხთან დკავშირებით ტელე-რადიო კომპანია ოდიში დაუკავშირდა გამგებლის მოვალობის შემსრულებელ მამუკა წოწერიას,რომელმაც სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ის თვითონაც იმყოფებოდა ადგილზე  და დაათვალიერა სტადიონის მდგომარეობა,მისი თქმით,სტადიონი დაათვალიერეს სპეციალისტებმა და თუ კანონმა მოითხოვა გამოცხადდება ხელახალი ტენდერი კედლის გასამაგრებელი სამუშაოების შესასრულებლად.მოსახლეობა იმედოვნებს რომ ადგლობრივი ხელისუფლება გამოიჩენს ყურადღებას და სტადიონი შერემონტდება,მანამ სანამ წვიმები ბოლომდე არ ჩამოშლის კედელს.ჭაქვინჯში მოსახლეობა ირაკლი მებონიას სახელობის სტადიონის აღდგენას ითხოვს
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....