მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებთ - ნიკა გვარამია

ჩვენ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებთ – ნიკა გვარამია

Published on

“საქართველოში დიქტატურაა და ეს საბრძოლოა. ჩამსვამენ, არ ჩამსვამენ, მარტო ჩემზე არ გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებთ და ტელევიზიას მაინც ავაშენებთ, ჩასმის თუ არჩასმის მიუხედავად,“ – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს რუსთველის გამზირზე განუცხადა.

ნიკა გვარამია პარლამენტის წინ გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი იყო. მისი თქმით, ქვეყანაში დიქტატურაა, თუმცა ის დასრულდება.

„დიქტატურა არის უკვე ფრთებგაშლილი, ნუ სამწუხაროა, რომ ამის საშვი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო, ეს ძალიან სამწუხარო ა,ბავია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა. ამის შემდეგ მოხდა ბიძინა ივანიშვილის სრული აწყვეტა, არაუშავს, აწყვეტილები არ ამთავრებენ მაინცდამაინც კარგად და ჩვენ აუცილებლად ვიზამთ, ქართველი მედასავლეთ პატრიოტები ოღონდ, ჩვენში ამას ვგულისხმობთ, იმას, რომ ეს კაცი აქედან წავა,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდების შემთხვევაში, მას არ გადაიხდის. ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურას მხოლოდ ორი არჩევანი დაუტოვა – ან პატიმრობა, ან თავისუფლება.

“მე სხვა შანსი არ დავუტოვე პროკურატურას, თვითონ, ჩემი ნებით, ან დაკავება, ან გათავისუფლება, არანაირი გირაო, არანაირი სხვა სანქცია, ყვლაფერს დავარღვევ და არ დავთანმხდები. ძალიან მაინტერესებს, რომ ვეტყვი მოსამართლეს, რომ ვეტყვი, გირაოს არ გადავიხდი, ტყუილად გამოგაქვს, როგორ აპირებს, გიროს გამოტანას, ან დაპატიმრება, ან თავისუფლება, მესამე არ არსებობს,“ – აღნიშნა გვარამიამ.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...