მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის (Video)

მიხეილ სააკაშვილი: ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის (Video)

Published on

საქართველოს ექს-პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი თავის  ფეისბუქგვერდზე ამ დღეებში  ხელისუფლების მიერ  ,,ნაციონალური მოძრაობისა''  და პირადად მის მიმართ აგორებულ  მორიგ კამპანიას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს  ,ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის. –
”მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გამოაჩინა ”თავისუფალი ზონის” "დავერბოვკებული" წევრი, რომელმაც თქვა ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად. რა თქმა უნდა, ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის. ვერც 40 მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება.
ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არც ერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია. განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენ კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...