მთავარისიახლეებისაზოგადოებააფეთქება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე

აფეთქება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე

Published on

 
11:16 04-08-2015
 

აზერბაიჯანული გამოცემა აპა.ეკონომიკსი სოკარის პრეს სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით  ავრცელებს ინფორმაციას, რომ   ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა.  
აფეთქების ადგილად თურქეთის  პროვინციის ყარსის სარგამიშის რაიონი სახელდება. ამ ადგილას გაზსადენი ტყეშია გაყვანილი და იყო საშიშროება  აფეთქებას  ტყის ხანძარი გამოეწვია, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა და    ზარალიც  დიდი არ არის –  რეგიონში გაზის მიწოდება მხოლოდმცირე ხნით შეფერხდა. 
 კონტროლს გაზსადენის იმ მონაკვეთზე, სადაც  აფეთქება მოხდა, თურქეთის მხარე ახორციელებს, კერძოდ  კომპანია ბოტასი, რომლის განცხადებით, აფეთქებამდე 8-9 საათით ადრე მოცემულ მონაკვეთში გაზის გატარება შეჩერებული იყო გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო. ეს რომ არა,აფეთქების შედეგები მეტად საზიანო იქნებოდა და ახლომდებარე დასახლებებსაც შეეხებოდა – ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა 20 კილომეტრის რადიუსში გაიგონეს  და ცეცხლის ალი დიდი მანძილიდანაც ჩანდა. 
 მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.   ყარსის გუბერნატორი გუნაი ოზდემირი აცხადებს, რომ  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დროებითი შეფერხება რეგიონში გაზის მიწოდებაში  მალევე აღმოიფხვრება.  

 

სიახლეები

ზურაბიშვილი პია კაუმას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გადადებას გონივრულ გადაწყვეტილებას...

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გალში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა - ამის შესახებ ის X-ზე...

არანაირი შეხვედრები ერთპარტიულ რეჟიმთან თბილისში, ვიდრე ახალ არჩევნებს არ დათანხმდებიან- იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დელეგაციის თბილისში...