მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობოების განცხადება-"აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს".

არასამთავრობოების განცხადება-“აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს”.

Published on

აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს-ასე ეხმაურებიან ეს შენ გეხება კამპანიაში ჩართული არასამთავრობოები, ინტერნეტ სივრცეში გუშინ გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერებს.მათ განცხადებაც გაავრცელეს სადაც წერია, რომ აუცილებელია, გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით და დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა. არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.„თუ ასეთი რამ ნამდვილად იგეგმებოდა და გადადგმული იყო კონკრეტული ნაბიჯები, ბუნებრივია უსაფრთხოების სამსახურებმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს არ უდნა გაიგონ საეჭვო ვითარებაში გავრცელებული აუდიო მასალით. არამედ უნდა იყვნენ ინფორმირებულები. ჩვენ საზოგადოებას გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი, რომ გვქონდეს ძალიან კონკრეტული პასუხები, რამდენად ადეკვატურია ეს ჩანაწერი და რამდენად ავთენტურია,“-განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ.
 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...