მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ორი ახალი მოადგილე ყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ორი ახალი მოადგილე ყავს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ორი ახალი მოადგილე ყავს, დავით ვერავა და ნუკრი ხასია, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, დღეს დილით დაინიშნნენ. დავით ვერავამ ყოფილი მოადგილე მალხაზ თორია შეცვალა, ხოლო ნუკრი ხასიამ კობა ქანთარია. “ორივე მათგანი არის საუკეთესო, პროფესიონალი კადრი, დავით ვერავა უხელმძღვანელებს ფინანსურ მიმართულებას, ხოლო ნუკრი ხასია ინფრასტრუქტურულს”- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

დავით ვერავა 2016 წლის საკრებულოს არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან”. ვერავა ირაკლი ჩიქოვანის ახლო ნათესავია, რომელიც “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ნუკრი ხასია კი არის ფონდ „ქართუს“ წარომადგენელია. ხასია სამეგრელოში ივანიშვილის დენდროპარკში ხეების გადატანას კურირებდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის კიდევ ერთი მოადგილე დავით ფარცვანია გასულ კვირას დაინიშნა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...