მთავარისიახლეებისაზოგადოებათაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილები 20 დღეზე მეტია საკანალიზაციო არხის ამოწმენდას ითხოვენ

თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილები 20 დღეზე მეტია საკანალიზაციო არხის ამოწმენდას ითხოვენ [Video]

Published on

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში 20 დღეზე მეტია საკანალიზაციო სისტემა დაზიანებულია. ეზოში სუნი დგას და ტერიტორია ფეკალური მასებითაა დაბინძურებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სტადიონზე, სადაც ბავშვები თამაშობენ.

„ასე ვართ მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედით, რამდენჯერ დავწერეთ განცხადება, ბოლოს სახალხო დამცველსაც კი გავუგზავნეთ განცხადება, მაგრამ პრობლემის მოგვარებას საშველი არ დაადგა, სულ ასეთ დღეში ვართ, ვიწამლებით“- უთხრა „ოდიშინიუსს“ ინეზა ფარულავამ.

ზუგდიდის მერიაში განცხადება არხის ამოტუმბვის მოთხოვნით 12 ივნისს შევიდა, უწყებაში გვითხრეს, რომ განცხადება კეთილმოწყობის სამსახურს გადაეგზავნა,  თუმცა   დღემდე პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩასახლებაში არავინ მისულა.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან, განცხადება მერიისთვის გაგზავნილია 6 აგვისტოს, სადაც ისინი ითხოვენ თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლების წყალარინების ქსელის დაერთება მოხდეს ლაღიძის ქუჩის საკანალიზაციო სისტემაზე.

 ზუგდიდის მერიაში „ოდიშინიუსს“ უთხრეს, რომ განცხადება შესაბამის პროცედურებს გაივლის და შემდეგ მოხდება საკითხზე მუშაობა.“რაც შეეხება ამოტუმბვის სამუშაოებს, უკვე გავიდა ბრიგადა და დაიწყება ამოტუმბვა“- აცხადებენ მერიაში.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...