მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუფასურებული ლარი და ექსპერტების შეფასება

გაუფასურებული ლარი და ექსპერტების შეფასება

Published on

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს – მთავრობის პასუხისმგებლობასა და გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ექსპერტები საუბრობენ.

მათი შეფასებით, გაუფასურებული ლარის კურსი ზიანს აყენებს, როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს. ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტთა განცხადებით, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები, ისევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმები,რომელიც პირდაპირ ასახვას ჰპოვებს, ბიზნესზეც საზოგადოებაზეც, აქტივებზეც ფასზეც, ამაზე პასუხიმგებლობა ბუნებრივია ეკისრება მთლიან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოცემულობას, რადგნ ვხედავთ ლარის კურსის გაუფასურების ციკლს,”-ამბობს ეკონომისტი რატი აბულაძე. 

”ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე ხელისუფლების უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ფასების მომატება მყისიერი ფაქტორი არ იქნება, მაგრამ თუ ასეთი პოლიტიკა ხანგრძლივად გაგრძელდება ფასები საგრძნობლად გაიზრდება. 

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...