მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართული თაფლის ევროპული გზა - პრობლემები და პერსპექტივები

ქართული თაფლის ევროპული გზა – პრობლემები და პერსპექტივები [Video]

Published on

ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე ჯერჯერობით ვერ ხვდება. მეფუტკრეები მთავარ პრობლემად საქართველოში ბიოლაბორატორიის არარსებობას და ერთგვაროვანი თაფლის ნაკლებობას ასახელებენ. მარინე ქარდავა 40 წელია მეფუტკრეა, აქვს მცირე ბიზნესი, არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თაფლი კოლხურის“ თავმჯდომარე. აქ წარმოებული თაფლი ლაბორატიურად შემოწმებულია და „თაფლი კოლხურის“ სახელწოდებით მაღაზიებში იყიდება. ქალბატონი მარინას აზრით, პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება აუცილებელია, რომ თაფლის ხარისხი გაიზარდოს.

საქართველოში არ არის ისეთი ლაბორატორია, რომელიც თაფლს იმ პარამეტრებზე შეამოწმებდა, რომლის დაკმაყოფილებაც ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად არის საჭირო. უახლოესი ლაბორატორია, სადაც ამ პარამეტრებზე შემოწმება შეიძლება, ლატვიის დედაქალაქ რიგაშია, თუმცა თაფლის იქ შემოწმება ქართველი ფერმერებისთვის ძვირია.ირინე ჯიქია სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში წამყვანი სპეციალისტია, რომელიც ასევე მეფუტკრეობით არის დაკავებული, მისი თქმით, მეფუტკრეებისთვის თაფლის ხარისხის ევროპაში შემოწმება ძვირია.

საქართველოში საკვები პროდუქტების ხარისხს სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. უწყების მიერ ლაბორატიულად ამ ეტაპზე მოწმდება მხოლოდ  მაღაზიები და არა კერძო პირები.

ისევე როგორც მეფუტკრე-ფერმერები, ასევე სოფლის მეურნეობის სააგენტოც მიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარების მთავარი გამოსავალი მეფუტკრეების გაერთიანება და ერთი საწარმოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს თაფლის გატანას ევროკავშირში. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა, სადაც კოოპერატივები გაერთიანდებიან და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. საწარმო აღჭურვილი იქნება თაფლის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, რომელიც ევროკავშირის ბაზრის მთავარი მოთხოვნაა.


სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...