მთავარისიახლეებისაზოგადოება"ფორმულა კრეატივმა" რუსთავი2 დატოვა

“ფორმულა კრეატივმა” რუსთავი2 დატოვა

Published on

“ფორმულა კრეატივი” “რუსთავი 2-თან” ურთიერთობას წყვეტს.გადაწყვეტილება ჯგუფმა კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მიშა მშვილდაძის განცხადებით, პაატა სალია შეეცადა, ის დაერწმუნებინა, რომ მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისივე თქმით, ის რჩება თავის აზრზე.

„ჩვენ ვართ  აქტიური თავდაცვის რეჟიმში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი დავაკავშირეთ ერთმანეთს და აღვიქვით ზეწოლად. პაატა სალია ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ეს ასე არ არის, თუმცა მე ჩემს აზრზე ვრჩები. პაატა სალია თავის აზრზე დარჩა. დავშალეთ, წავედით . რაღაც ტექნიკური დეტალები დაგვრჩა შესათანხმებელი. მათ შორის ქონების გატანა აქედან ჩვენ რომელიც გვეკუთვნის და ამაზე იმედი გვაქვს, რომ პრობლემები არ შეგვექმნება. კიდევ არის, რაღაც დავალიანება დარჩა “რუსთავი 2-ს” ჩვენი გასასტუმრებელი და ამაზეც იმედი გვაქს, რომ არ შეგვექმნება პრობლემა. მოკლედ, ვნახოთ. პროკურატურისგან არ ვიცი, რას ველოდოთ, მაგრამ აქ როგორც მივხვდით, დავამთავრეთ “ფორმულა კრეატივმა” და “რუსთავი 2-მა” თანამშრომლობა. შემთხვევითი არ მგონია, რომ პროკურატურა შესული არის და ეძებს კიდევ “რუსთავი 2-ის” კონკრაქტორების, ალბათ, “ფორმულა კრეატივშიც” შემოვლენ. შემთხვევითი არ მგონია, რომ ჩვენ მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის დაანონსებას დაემთხვა პროკურატურის შემოსვლა,“ -გ ანაცხადა მიშა მშვილდაძემ.

განცხადება “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორისგან მომავალ მუქარაზე მიშა მშვილდაძემ მა სშემდეგ გააკეთა, რაც გუშინ”რუსთავი 2-ში” პროკურატურა შევიდა. ინტერმედია რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანიაა და ის რეკლამას ყიდის. ამავე ოთახში. სადაც ჩხრეკა ჩატარდა, „ჩემი ცოლის დაქალების“ არაერთი სერიაა გადაღებული. ამიტომ მიშა მშვილდაძემ ჩხრეკა იმ შეხვედრას დაუკავშირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სალიას ოთახში გაიმართა და როგორც ამბობს, მას უთხრეს, რომ სერიალი რუსთავი 2-ზე დაეტოვებინა. 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...