მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს

ნიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს

Published on

ნიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, დაკავების მოტივი ორი საკითხია, პირველი – მან არ გახსნას დაანონსებული ახალი ტელევიზია და მეორე, მისთვის გადაბრალებით „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოცხადდეს.

“არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა. საქართველოში არის ოლიგარქია ეს საკითხი გაცნობიერებულია არამხოლოდ ჩვენს მიერ, შთაბეჭდილება მრჩება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ, მეორე – გააკოტრონ “რუსთავი2″, რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ, გავისტუმრებ ხელფასებსაც და კიდევ ვაცოცხლებ ამ კომპანიას,”-განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ნიჟარაძის მიერ პროკურატურაში მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, “რუსთავი2”-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას სარჩელი ერთვის. 

„ერთიც და მეორეც არც იურისტია არც მფლობელი ორივე არის ბიძინა ივანიშვილის ფეხის ფრჩხილები, ან ხელის, რა ვიცი… ნინო ნიჟარაძის ადვოკატი შევარდნაძის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტიტუციას, სააკაშვილის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტუტუციას, ახლა ეწევა საადვოკატო პროსტიტუციის,  უთხრას ვინმემ, რომ პროსტიტუციის ასეთი ხშირი მოხმარების ადგილი არის სხვაგან“-ამბობს გვარამია.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...