სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

0
612

სააპელაციო სასამართლომ დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის უფლებადამცველის საჩივარი განსახილველად არ მიიღო და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარი პატიმრობის ვადას სავარაუდოდ, ციხეში გაატარებს.

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე კემულარია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო არც კი დაინტერესებულა იმ არგუმენტებით რის საფუძველზეც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

„ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, პრაქტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ქმნის, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რომელშიც პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი გარდა პოლიციელების ჩვენებისა, რომლებიც დაპატიმრების წინა დრეს გამოაცხობინეს ამ მაღალჩინოსნებს, პოლიციელებს, და კადრი რომელიც ნახა, იქ წითელი ისრის გარდა იქ საინტერესო არაფერი არ არის, არა თუ ტალღა, მეტი სხვა არაფერი. საერთოდ არ განიხილეს. არც არგუმენტები განიხილეს, არც რაიმე მტკიცებულებები ან საერთოდ არსებობს თუ არა რამე სარწმუნო ერთობლიობა, საერთოდ არ იმსჯელეს ამაზე. აბა რისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო. საზოგადოებას აინტერესებს უთხრან, რომ ხომ არ შეეშალა პირველ ინსტანციას სააპელაციო განიხილავს ამას ყველაფერს. საერთოდ არ განიხილეს, დაუშვებლად ცნეს და არ განიხილეს,. გადააგდეს შეიძლება ითქვას სადღაც უჯრაში. აი ასეთია დღევანდელი მიდგომა და მერე  უკვირთ რატომ ხდება ამ ქვეყანაში ის რაც ხდება ახლა,“-განაცხადა კოტე კემულარიამ.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

 

წინა სტატიათბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა უპოვეს
შემდეგი სტატია“ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება”- სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური