მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილი: ეს ხელისუფლება საშიშია, აქციის მონაწილეები ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის დასანახად დაიჭირა

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ეს ხელისუფლება საშიშია, აქციის მონაწილეები ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის დასანახად დაიჭირა

Published on

“დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია, როცა ადამიანში ხედავს სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სამართლიანობას”- ასე შეაფასა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება. შვილმოკლული მამა დღეს “გამარჯვებული საქართველოს” ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და ოქრუაშვილის დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა.   

მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები “უმსგავსობა და დიდი ნაძირლობაა”. 
“ოქრუაშვილი და აქციაზე დაკავებულები მხოლოდ იმიტომ გამოკეტეს ციხეში, რომ მათში ხედავენ სიმართლეს. ეს ადამიანები არანაირ გადატრიალებას არ ცდილობდნენ. არანაირი დაჯგუფება არ ყოფილა და ამას ყველანი კარგად ვხედავდით. პირველი წუთებიდან იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს. რაიმე სახის დაორგანიზებას და პარლამენტში შეჭრას ადგილი არ ჰქონია. პარლამენტის წინ 502 დღე-ღამეა ვდგევარ”- თქვა მაჩალიკაშვილმა. 
შვილმოკლული მამის განცხადებით, მისი ძმისშვილის, ხუსეინ მაჩალიკაშვილის დაკავება მის მიერ პარლამენტთან კარვის გაშლას უკავშირდება. 
“როგორც კი კარავი გავშალე, დაურეკავთ ხეობაში, ჩემს ბიძაშვილისთვის და უთქვამთ, რომ თუ კარავი გაიშლებოდა ხუსეინს დაიჭერდნენ.

ეს ხელისუფლება საშიშია. მათი არაადამიანობა და უმსგავსობა გამოხატეს იმაში, რომ 18 ადამიანი დაიჭირეს’- განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 
მისი თქმით, აღნიშნული პირები “ოცნების ხელისუფლებამ” რუსეთის დასანახად დაიჭირა. 
“იმის 4% რომ იცოდეს ხალხმა რაც ამ ხელისუფლებაზე ვიცი, მას სახლში გააცილებდნენ.

შემომხედეთ მე და ჩემს ბრძოლას. ყველამ უნდა გაიგოს, რა არის ჩაბუდებული ხელისუფლებაში. სისტემა უნდა დაინგრეს და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ყველა პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით უნდა იქნას გათავისუფლებული”- დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
 

” შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან შეხვედრა და საქმის დეტალებზე საუბარი სურს.
მაჩალიკაშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლება ინფორმაციას საკუთარი ინტერპრეტაციით აწვდის. 
“მინდა ეს ყველაფერი ამ ადამიანს დავულაგო, თუ რა თქმა უნდა უშუალოდ არ არის ამ საქმეში ჩარეული”- აცხადებს მაჩალიკაშვილი. 
შვილმოკლული მამა იმედს გამოთქვამს, რომ ივანიშვილი მის შეთავაზებას მიიღებს და შეხვედრას დასთანხმდება.
“ყველაფრის მიუხედავად იმედი მაქვს, რომ დათანხმდება. თუმცა გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც გავავრცელე, “ქართული ოცნებიდან” და ივანიშვილის გარემოცვიდან არავინ დამკავშირებია”- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...