მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილმა აგიტატორის როლი მოირგო, ფეოდალივით იბარებს ვასალებს და პირდაპირ...

ივანიშვილმა აგიტატორის როლი მოირგო, ფეოდალივით იბარებს ვასალებს და პირდაპირ აძლევს დავალებას მმართველ პარტიას დაუჭირონ მხარი

Published on

 არაკონსტიტუციური მმართველობის გამოვლინება – ივანიშვილი იხმობს თავისთან ბიზნესს და აიძულებს მას,  აგიტატორად იმუშაოს.  – ასე აფასებენ პოლიტიკური ოპონენტები ”ტვ პირველის” ეთერში გუშინ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართულ ეკონომიკურ ფორუმს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ბიზესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით.  
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომან გიცირიძე ამბობს, რომ ”გუშინ გამართულ ეკონომიკურ  ფორუმზე ჩვენ დავინახეთ ფეოდალური მმართველობის ფორმა, თითქოს შუა საუკუნეებში ვართ. ზის ფეოდალი, ვასალებს იბარებს და პირდაპირ აძლევს დავალებას, რომ აგიტატორად იმუშავოს, როდესაც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი უზის გვერდით, ერთი სამღვდელოება დარჩა და ალბათ, მომავალ ფორუმზე სასულიერო პირებსაც დაპატიჟებენ და იმედია, ისინი არ მივლენ ''
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით,  ,, პირდაპირი მინიშნება, რომ 2 კვირაში არჩევნებია, ბიზნესმენებმა რა უნდა გააკეთონ, როგორ იაქტიურონ, არასწორია. ეს იგივეა, მე რომ წავიდე, შევხვდე იურისტებს და ყველას მივმართო – მე რომ გეუბნებით ეს არის კარგი და სწორი და თქვენ იურისტებო, რატომ არ აქტიურობთო. რა როლშიც არ უნდა ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილი და რა სტატუსიც არ უნდა ჰქონოდა – პოლიტიკური ლიდერის, თუ ბიზნესმენის, ბიზნესწრეებთან შეხვედრა და მოწოდება, რომ ყველა ერთი გზით წავიდეს, არასწორია.''
 
 
 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...