მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამგებლის ცემის ფაქტზე ნიკა ჭურღულიას ბრალი წაუყენეს

გამგებლის ცემის ფაქტზე ნიკა ჭურღულიას ბრალი წაუყენეს

Published on

 ახალსოფლის გამგებლის ბეჟან ჭურღულიას ცემის ფაქტზე ასევე ახალსოფლის მკვიდრ ნიკა ჭურღულიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის  125-ე ცემის მუხლით საქმე  აღიძრა.ბეჟან ჭურღულიას თქმით,მაშინ როცა მის ოთახში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა,გამგებელს დაუძახეს ახალგაზრდებმა,ისმოდა შეძახილები თუ რატომ დააბრალეს მათ,რომ ისინი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები,გამგებლის თქმით ინციდენტი ამ ფაქტის გამო მოხდა.ნიკა ჭურღულია ბრალის წასაყენებლად  ზუგდიდის რაიონულ სამართველოში  1 საათზე დაიბარეს,სადაც მას უთხრეს რომ მუხლი ,რომლითაც საქმე აღიძრა გადაკვალიფიცირდა და მას ბრალს სისხლის სამართლის 120 -ე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით  წაუყენებეს.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჯორიტარობის კანდიდატ, მამუკა ჭოხონელიძის თქმით,ახალსოფლის გამგებელი ცდილობდა ნიკა ჭურღულიას გადაბირებას ,მისივე თქმით ნიკა ჭურღულია  არასდროს ყოფილა პოლიტიკური აქტიურობით გამორჩეული,თუმცა ის ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს და როცა არ გამოუვიდათ მისი გადაბირება  მასზე ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას.სისხლის სამართლის 120-ე მუხლი  ჯანმრთელობის განზარხ მსუბუქი დაზიანება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუსაოთი ვადით ექვსვ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე . ნიკა ჭურღულიას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამრთლო იმსჯელებს .

 

 
 
 
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...