მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ტვ პირველის" მფლობელი: ,,დადასტურდა, რომ ხელისუფლება ფარულად უსმენს იმ ტელევიზიის...

,,ტვ პირველის” მფლობელი: ,,დადასტურდა, რომ ხელისუფლება ფარულად უსმენს იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც ვერ აკონტროლებს”

Published on

,,ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მისი სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.

,,ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!” – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

იმას, რომ ვატო წერეთელს გამოძიება თვეების განმავლობაში უსმენდა, ადასტურებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძეც. მან 26 ივლისს განაცხადა, რომ  საქმის მასალების მიხედვით გამოძიება 2018 წლის მიწურულიდან 2019 წლის გაზაფხულამდე, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე, უსმენდა 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს. მათ შორის ტვ პირველის მფლობელს  ვატო წერეთელს.

ვატო წერეთელი, თიბისის დამფუძნებლების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, თუმცა ის დღემდე   არ დაუკითხავთ.

პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ვატო წერეთელი და მისი მამა ავთო წერეთელი მთავარი ფიგურები არიან – გამოძიების ვერსიით, სწორედ მათ კომპანიებს ასესხა თიბისი ბანკმა  2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი და შემდეგ ის ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა. 

ხაზარაძის განმარტებით, ავთო წერეთლის კომპანიებს თიბისიში 2007 წელს 35 მილიონის საკრედიტო ხაზი ჰქონდათ გახსნილი და თანხის მიღება ბანკისგან უმარტივესად შეეძლოთ, თავის საკრედიტო ოფიცერთან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების მეშვეობით. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობენ, რომ 2007-2008 წლებში სხვადასხვა სუბიექტისაგან ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, ჯამში, 80 მილიონი ისესხეს, მათ შორის 17 მილიონი ავთო წერეთლისგან, და თავიდან საერთოდ არ იცოდნენ, რომ წერეთელმა ეს ფული თიბისიდან გამოიტანა.

პროკურატურის მიერ ზემოთნახსენები ინფორმაციის გავრცელების დღიდან ვატო წერეთელი  პროკურატურისგან დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, დღემდე არ დაუკითხვათ. სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ გამოძიება მის ფარულ სატელეფონო მიყურადებას ახორციელებდა. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...