ენმ-ში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრას მწვავე შეფასება მოჰყვა. პარტიის წევრები მიუღებლად მიიჩნევენ იმ დავალებას, რომელიც დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ივანიშვილმა მისცა.„ჩვენ მოვისმინეთ ქვეყნის არაფორმალური მმართველისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, პირდაპირი მოწოდება და მოთხოვნა ქართველი ბიზნესმენების მიმართ, რომ მათ დაავალონ საკუთარ თანამშრომლებს, ხმა მისცენ ქართულ ოცნებას. ეს არის წარმოუდგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება და 8 ოქტომბერს ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და წერტილს დაუსვამს ამ არაფორმალურ მმართველობას,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებთან საუბრის ტონი დაუწუნა სერგი კაპანაძემ, რომლის შეფასებითაც, "ივანიშვილი არჩევნების წაგებას ხვდება და ბოლო რესურსების მობილიზებას ცდილობს".
სიახლეები
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...
საზოგადოება
ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...
სიახლეები
დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...
სიახლეები
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...