მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ფრენებისთვის აღადგენენ. მას უკვე მიენიჭა საერთაშორისო კოდი"URAS''...

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ფრენებისთვის აღადგენენ. მას უკვე მიენიჭა საერთაშორისო კოდი”URAS” , რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის ავიაცია როსტოვის საჰაერო ზონაში ერთიანდება

Published on

სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ფრენებისთვის აღადგენენ. ეს გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ,,აფსნი რუ ” ავრცელებს.

სხდომაზე გამოცხადდა ასევე, რომ აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო კოდი “URAS” -ი

რა კოდია ეს და ვისი მხარდაჭერით მოხდა მისი მინიჭება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის იგნორირებით საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური ,,სიყრუისა და თვალის დახუჭვის პირობებში.

დევნილები ბაბუშარას აეროპორტში.

ე.წ მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ეს აბრევიატურა და თავად კოდის არსი და მნიშვნელობა დეტალურად განმარტა ფრიად ,,ტიტულოვანმა” , სატრანსპორტო სამმართველოს სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირების განყოფილების დირექტორმა ზაურ ეშბამ.

კოდი ,,ურასის” მინიჭების გარეშე სოხუმის აეროპორტი ვერ განახორციელებს საერთაშირისო საჰაერო რეისებს, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთების გადატანის მიზნით. განაცხადა მან . – ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოდი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაიცემოდა ტერიტორიული პრინციპით და დღემდე მოქმედებს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. პირველი ასო “U” ამ აბრევიატურაში აღნიშნავს , რომ იგი ერთია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, მეორე ასო “R” აღნიშნავს , რომ ჩვენ როგორც ადრე, ვიმყოფებით როსტოვის საჰაერო ზონაში, ხოლო მესამე და მეოთხე ასოები აღნიშნავს შესაბამისად აფხაზეთს და სოხუმს – გაანათლა ეშბამ აფხაზი მინისტრები ტაშის გრიალში.

ამასთან ,,როსტოვის საჰაერო ზონაში ყოფნა აფხაზეთს საშუალებას აძლევს საჰაერო მიმოფრენაში ისარგებლოს როსტოვის ფრენების მართვის ცენტრისა და სადისპეტჩერო სამსახურის მომსახურებით” – დასძინა მან.

აერპორტი ომამდე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზურ საზოგადოებაში კითხვების გაჩენის შემთხვევისათვის თადარიგი დაიჭირა და განაცხადა, რომ,, სოხუმის აეროპორტის შეყვანა როსტოვის საჰაერო ზონაში არანაირად არ ზღუდავს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი შედეგი აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკულების ერთერთი პუნქტისა და მიმართულია აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რასაც არ შეიძლება არ მივესალმოთ – განაცხადა მან.

აეროპორტი ომის შემდეგ

აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისათვის მზად იქნება სულ რაღაც თვე-ნახევარში – განაცხადა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა ადგურ გუნბამ – აეროპორტს აგერ უკვე 27 წელია არ უმუშავია და შესაბამისად მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ, თუმცა რაც შეეხება აეროდრომის აღჭურვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციას, გამოჩნდა რუსი ბიზნესმენი, რომელიც მზად არის ჩადოს ამ საქმეში საკმაოდ დიდი ინვესტიცია. ითქვა სხდომაზე. რაც შეეხება სპეციალისტებს რომელთა მწვავე დეფიციტია ქვეყანაში, ეს პრობლემაც გადაჭრადია – ჩვენ მოვიწვევთ ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომელთაც შესაბამისი განათლება რუსეთში მიიღეს და ერთთვიანი გადამზადების შემდეგ მზად იქნებიან როგორც სამოქალაქო ავიაციაში, ისე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო – სამხედრო ძალებში სამსახურისთვის. განაცხადა მან.

ბაბუშარა. იმ დღეს აქ სამი ქართული თვითმფრინავი ააფეთქეს , ბორტებზე ქალები, ბავშვების, მოხუცები და დაჭრილი ახალგაზრდები იყვნენ

მინისტრთა კაბინეტი აპლოდისმენტებით შეხვდა გადაწყვეტილების პროექტს, რომლის თანახმად , ბაბუშარას აეროპორტს მიენიჭება ,,ქალაქ სუხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროდრომის” სახელწოდება.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...