მთავარისიახლეებისაზოგადოებამოკლულია სესილი, ყველაზე პოპულარული ლომი ზიმბაბვეში

მოკლულია სესილი, ყველაზე პოპულარული ლომი ზიმბაბვეში

Published on

ამერიკელ დანტისტს უოლტერ პალმერს ძვირად დაუჯდა ზიმბაბვეში ყველაზე პოპულარული ლომის სესილის მოკვლა.

იგულისხმება არა  ის 54 ათასი აშშ დოლარი, რომელიც ლომზე ნადირობის იშტაზე მოსულმა  მისთვის უკანონო საფარის ორგანიზატორებს გადაუხადა,  არამედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას ამისათვის ემუქრება.

პალმერი  სპეციალურად სესილიზე სანადიროდ ჩავიდა ამერიკიდან ზიმბაბვეში და მიაღწია კიდეც საწადელს. ლომი ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გაიტყუეს  და მის ფარგლებს გარეთ ემსხვერპლა არბალეტიდან გასროლებს. ლომი უცებ არ მომკვდარა, იგი მძიმედ დაიჭრა, თუმცა პალმერის ფულს დახარბებული ადამიანები მთელი 40 წუთი  მისდევდნენ ზიმბაბველთა საყვარელ არსებას, სანამ იგი სისხლისგან დაცლილი და ქანცმილეული წაიქცეოდა.  

პალმერს მკაცრი სასამართლო ელის.

არ შეიძლება აქ ქართველების საყვარელი შუმბა და მისი აღსასრული არ გაგახსენდეს.

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...