მთავარისიახლეებისაზოგადოებალარის გაუფასურება, ფასების მატება და ადგილობრივების უკმაყოფილება შექმნილ ვითარებაზე

ლარის გაუფასურება, ფასების მატება და ადგილობრივების უკმაყოფილება შექმნილ ვითარებაზე [Video]

Published on

დღეს ლარმა ანტირეკორდი მოხსნა, თიბისი და საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ფასი 2, 99 თეთრით განისაზღვრა. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ფასი 2,93 95 თეთრამდე მერყეობს. ექსპერტების პროგნოზით ფასების ზრდა პირველ რიგში ბენზინზე, მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე აისახება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა რამდენით არის გაზრდილი ფასები საწვავზე. მანქანის მძღოლების თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავზე ფასმა 6 თეთრიდან 12 თეთრამდე გაიზარდა. ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში გამყიდველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ მყიდველები ნაკლებად ყავთ, რის გამოც ბანკებში სესხის გადახდას ვერ ახერხებენ და პროდუქცებიც უფუჭდებათ. სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად გაზრდილია. მოსახლეობის თქმით, იმ მედიკამენტების ფასები რისი ყიდვაც ყველაზე ხშირად უწევთ, ფასები ორმაგად გაზრდილია. ექსპერტების შეფასებით ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური გათვლებისა და პოლიტიკის შედეგია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...