მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე''- საერთაშორისო ორგანიზაცია...

“რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე”- საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”

Published on

რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობა – მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ქიბარ ხალვაშისგან გარანტიებს ითხოვს. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი იოჰან ბირი აცხადებს, რომ ტელეარხის ახალმა მფლობელმა ეს გარანტიები საკუთარ თანამშრომლებს უნდა წარუდგინოს.

“მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა. “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან “რუსთავი 2” წარმოადგენს გამონაკლისს, როდესაც პრო-სახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე,“ – აცხადებს იოჰან ბირი.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  გუშინ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მფლობელის შეცვლის პოტენციური შედეგები გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...