მთავარისიახლეებისაზოგადოებაკაპიტონ ჟორჟოლიანის მითი ,,როგორ გადაარჩინა ჰესმა მესტია“

კაპიტონ ჟორჟოლიანის მითი ,,როგორ გადაარჩინა ჰესმა მესტია“

Published on

სვანეთი ისევ სტიქიური უბედურების ზონად რჩება. სტიქიამ მესტია ჭალაჰესის კაშხალი დააზიანა.

ადიდებულმა მდინარემ გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, დაანგრია ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული.

თითქმის, 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო. მესტიის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს.

სვანეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი უმრავლესობისთვის ჭალის გაჩეხვა მიუღებელი იყო. საპროტესტო აქციები აღნიშნული ჰესის აშენების წინააღმდეგ გასულ წელს ინტენსიურად იმართებოდა. მესტიელები ამბობენ, რომ ადგილზე ამგვარი ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, მაგრამ მათი გაფრთხილება და საფუძვლიანი შიშები ხელისუფლებამ ყურად არ იღო.

ექსპერტებიც ამტკიცებდნენ, რომ სვანეთში შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის, მწვანე ჰესისნაირი ნაგებობის აშენება, თუმცა, ეს ისევე, როგორც ხელისუფლებამ, ასევე, დამკვეთმა ორგანიზაციამ, საერთოდ არ გაითვალისწინა. ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მდინარეებზე განსახორციელებელი პროექტები საფრთხის შემცველი არ იყო.

„შენაკადებმა შეიძლება დაფაროს რამდენიმე ოჯახი და რამდენიმე სახლი, საერთოდ და მე არ ვიცი, მოდიოდნენ სპეციალისტები და უმტკიცებდნენ ამ გზშ-ს დამპროექტებლებს, რომ არ შეიძლება აქ ჰესის აშენება, შედეგად შეიძლება მოხდეს მთელი მესტიის ნაწილის ჩამოშლა და ჩამონგრევა და სახეზე არის დღეს მიღებული ზარალი,“

„დღეს მინდა თვალებში ჩავხედო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, კომპანიის წარმომადგენლებსაც, სამინისტროს წარმომადგენლებსაც, ეკონომიკის, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ ეს აუცილებელია, ჩვენ ვართ ეკონომიკური განვითარების მოწინააღმდეგეები, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვიყვარს,“ – ამბობენ ადგილობრივები რუსთავი 2 – თან საუბარში

მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი არათუ მოახლეობის თვალში უშუალოდ ჩახედვას, სატელევიზიო კომენტარსაც გაურბის.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დადაგა ეს შედეგი და რას ფიქრობს იმაზე, რომ ადრე აქტიურად უჭერდა მხარს ჰესის მშენებლობას, მანქან, რმლიდანაც არ გადმოსულა, მანქანა დაქოქა და მიმვალა მანქანნიდან ,,გამოისროლა” კომენტარი, რომ არაფერსი აქვს სანანებელი. პირიქით, „ჰესმა გადაარჩინა მესტია,“

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...