მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩემთვის მიუღებელია ვინმეს კრიტიკა და ლანძღვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელ პირს...

,,ჩემთვის მიუღებელია ვინმეს კრიტიკა და ლანძღვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელ პირს იბარებს ჰარდ-თოქში” – ნიკა მელია

Published on

ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურებააჟიოტაჟს რომელიც ანტისაოკუპაციო აქციაზე გახსნილ ღია ტრიბუნასთან ეკა ბესელიას გამოჩენას მოყვა სოციალურ ქსელში.

მძაფრი კრიტიკა მოყვა აქციის ხელმძღვანელი ბირთვის მიერ იმ ხაზიდა გადხვევა, რომლის თანახმად აქციაზე არაფერი ესაქმებათ პოლიტიკოსებს და პოლიტიკანებს, რომელთაც შეიძლება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ იმ ახალგაზრდების პროტესტი, რომელთაც არ სურთ აფილირება პარტიებთან.

,,რაც დასაშვებია ეკა ბესელიას მიმართ, რომელიც იყო ,,ქართული ოცნრბის ”ერთერთი ბურჯი და პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილოს ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის, რატომ იყო დაუშვებელი ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელნიც მთელი ეს წლები ებრძოდნენ ივანიშვილის პოლიტიკას, რომელიც სისხლიან რეჟიმში გადაიზარდა და ქვეყანას უკან, რუსეთისკენ მიაქანებს? ” – დაისმის კითხვები სოციალურ ქსელში როგორც ეთიკური ნორმების ჩარჩოებში, ისე ლანძღვა – გინების ფორმითაც.

“ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ის ლანძღვა-თათხვაში გადასული კრიტიკა, რაც მოჰყვა აქციაზე ეკა ბესელიას გამოჩენას. – წერს ენმ-ს ერთერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში

ჩემთვის მიუღებელია ახალგაზრდებთან ტუქსვა-დამუნათების რეჟიმში ყოფნა და ამ ლექსიკით ურთიერთობა.

ჩემთვის მიუღებელია ვინმეს კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელ პირს იბარებს ჰარდ-თოქში, უსვამს კითხვებს და უსმენს მის პასუხებს.

ჩემთვის მიუღებელია ვინმეს, მითუმეტს ახალგაზრდების ტუქსვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოვწონვართ…

პროტესტის სიძლიერე იმ ადამიანების მრავალფეროვნებაშია ვისაც თუნდაც ერთმანეთი არ მოსწონთ მაგრამ ერთი იდეა აერთიანებთ”- აცხადებს ნიკა მელია.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...