მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილს იმდენი ძალა არ აქვს, რომ აშ შ- ს პირდაპირ დაუპირისპირდეს“...

,,ბიძინა ივანიშვილს იმდენი ძალა არ აქვს, რომ აშ შ- ს პირდაპირ დაუპირისპირდეს“ -პოლიტიკოსები აშშ საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან

Published on

პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ეხმაურებიან აშს – საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.

„პატარა განცხადებაა, თუმცა ძალიან ნათლად არის აქცენტები მოცემული. ა ამ განცხადებაში ნათლად არის ამერიკელების მიერ დანახული კავშირი ხაზარაძესა და ანაკლიის პორტს შორის და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხაზარაძისთვის პრობლემების შექმნა არის ანაკლიის პორტისთვის პრობლემების შექმნა.

განცხადება ძალიან ხაზგასმით და ნათლად სვამს კითხვებს ხაზარაძის გარშემო, დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით. საელჩო იმ დროს, როცა ეს პროცესი დაიწყო, პრობლემურად მიიჩნევს. შესაბამისად, ამ განცხადების სულისკვეთებიდან ნათლად ჩანს, რომ აშშ იმის მიღმა, რასაც ოფიციალური თბილისი აცხადებს, ძალიან ბევრ ქვეტექსტს კითხულობს. უპირველესი, სწორედ ეს ანაკლიის პორტია, თორემ სხვაგვარად რომ იყოს, დროსა და კონტექსტზე ხაზს არ გაუსვამდა ამერიკის დიპლომატია. შესაბამისად, ეს არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ სხვა მოტივაციებსაც, გარდა იმისა, რასაც ოფიციალური თბილისი აცხადებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

დავით ბერძენიშვილი ხაზარაძეზე მორიგ შეტევას ანაკლიის პორტის მსშენებლობის ჩაშლის მცდელობად მიიჩნევს .

,,ანაკლიის პორტი არის არამარტო ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოებითი პროექტიც. ეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ და ახლაა ამერიკის საელჩომაც პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაც მანადმე პომპეომ განუცხადა ხელისუფლებას, რაკი ივანიშვილმა ყურად არ იღო პომპეოს გაფრთხილება . ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე „ხსნილი“ აქვს და ამის შემდეგ არაადეკვატურად აფასებს მითითებებს. მან ჩათვალა, რომ რაკი ევროპიდან მიიღო დასტური, რომ „რუსთავი 2“-ს შეუძლია შეუტიოს, კარგი იქნებოდა მოესინჯა, რომ მეორე მხრიდანაც მიიღოს დასტური და ხაზარაძეს ანუ ანაკლიის პორტის დასავლურ პროექტს შეეწინააღდმეგოს. ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა არც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და არც იმდენი ძალა არ აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ დაუპირისპირდეს,“ – აცხადებს დავით ბერძენიშვილი

სიახლეები

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა - ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების...

არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის...

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...