მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობა ტყავიდან ძვრება, რომ ასიამოვნოს რუსეთს - რას ნიშნავს ბიუჯეტიდან 600...

საქართველოს მთავრობა ტყავიდან ძვრება, რომ ასიამოვნოს რუსეთს – რას ნიშნავს ბიუჯეტიდან 600 000 ევროს გამოყოფა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების დასაფინანსებლად?

Published on

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა. 

,, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, ეს არის ერთი ავიაკომპანიის სუბსიდირება – აცხადებს ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე – 600 000 ევრო ნიშნავს, რომ დავუშვათ თითო მგზავრზე 100 ევროც რომ იყოს სუბსიდია გამოყოფილი, 6000 ტურისტია. რომელ 6 000 ტურისტზეა საუბარი, როდესაც ამ ფრენების აკრძალვის შემდეგ ალბათ, საქართველოში ვერ შემოვიდოდა, დაახლოებით 300 ათასი ტურისტი. ეს არის თამაში, თავის მოტყუება.” – განაცხადა მან რუსთავი ორის ეთერში.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რუსეთისადმი მორიგ მაამებლობას უწოდებს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძეც 

,,ეს არის პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული, ის არ მოქმედებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ივანიშვილის ხუშტური შეასრულოს და როგორც ჩანს, არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული რომ ასიამოვნონ რუსეთს, ამიტომ ნელ-ნელა მეთოდურად ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში.”

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...