მთავარისიახლეებისამართალიკონსტიტუციონალისტები მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურებიან

კონსტიტუციონალისტები მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურებიან

Published on

საქართველოს კონსტიტუციით და კანონით “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” გარანტირებულია პირის უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე, გამოხატოს პროტესტი, მათ შორის გამართოს შეკრება და მანიფესტაცია.

შესაბამისად მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევაა ”- კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე მალხაზ მაჩალიკაშვილისათვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურება. მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე გვქონდა, სარალიძის შემთხვევაში, როცა კარვების დადგმა დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწია. მაშინ ამ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც გამოეხმაურა და იმედია ახლაც მოვისმენთ დროულ გამოხმაურებას.

ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უბიძგებს მაჩალიკაშვილს და გვიბიძგებს ჩვენ, უფლებების დასაცავად კიდევ ერთი “ძიძგილაობა” გავმართოთ პოლიციასთან და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ მისცა

ამის მიზეზად სამართალდამცავები ტერიტორიაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ. ისინი ამბობენ, იგეგმება ფილების შეცვლა და მაჩალიკაშვილი კარავს ვერ დადგამს, თუმცა აქციის ჩატარების უფლება აქვს.

უცნობია, როდის იგეგმება სამუშაოები და შეეხება თუ არა ეს იმ ტერიტორიასაც, სადაც უკვე ერთ თვეზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია, სახელწოდებით “სირცხვილია” მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციების გამო აიღო მაჩალიკაშვილმა კარავი პარლამენტის ტერიტორიიდან, თუმცა დღეს ამბობს, რომ კვლავ ბრუნდება, რადგან სახელმწიფოს არ ეგონოს, რომ დანებდა.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...