მთავარისიახლეებისაზოგადოებამალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

Published on

სამართალდამცავები მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ.

სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს განუმარტეს, რომ კარვის დადგმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. თავის მხრივ, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კარავს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დადგამს.

„11 თვეა აქ ვიძახი ჩემს სათქმელს, დღე და ღამე აქ ვარ. აქ ხომ ტარდება სხვა აქცია? გამოდის, რომ აქ მთელი ახალგაზრდობა რომ დაასახიჩრეთ, იმისთვის გააკეთეთ, რომ ჩემი კარვები დაგეშალათ? მე პანკისის ხეობიდან ვარ, სადღაც ხომ უნდა ვიცხოვრო? რატომ ჩადიხართ უკანონობას? თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, აქ 11 თვე კარვები მქონდა გაშლილი, ისიც იცით აქ რა გამოვიარე, ისიც იცით, რა დამმართეს, რა დღეში ჩამაგდეს. რეაბილიტაციას, რომ დაიწყებთ, კარავს ავიღებ, ის არის სპორტული კარავი და როცა მინდა შემიძლია ავიღო. რეაბილიტაცია რომ დაიწყება, ამ კარავს ავიღებ, მე ჩემი სიტყვის კაცი ვარ ყოველთვის. არ არის საჭირო, არ გინდათ ჩემთან ასეთი დაპირისპირება. თბილისში რომ ვცხოვრობდე, ან სადმე რაიონში, ღამე წავიდოდი და დილით მოვიდოდი, მაგრამ წასასვლელი არ მაქვს არსად. ამოიწუარა უყველა რესურსი, თქვენს ხელში რესურსი კი არა, ადამიანს სული ამოეწურება. მე უკანონობას არ ჩავდივარ და წელიწადნახევარია უკანონობა არ ჩამიდენია. როგორც დანარჩენ მოსახლეობას, ისე გცემთ თქვენც პატივს, მე პრობლემა სხვა ადამიანებთან მაქვს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...