მთავარისიახლეებიმსოფლიოეგვიპტის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

ეგვიპტის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

Published on

ეგვიპტის სანაპიროებთან, მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შემდეგ, ასობით ადამიანი დაიკარგა.  ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი ტრაგედიის დროს, ხომალდის ბორტზე 550 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის, მაშველებმა მხოლოდ 160 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაციის დროს 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს.მედიის ცნობით, მგზავრების უმრავლესობა ეგვიპტელი იყო. გადარჩენილმა მიგრანტებმა ტელეკომპანია „ბიბისი“-ს განუცხადეს, რომ მათ სამაშველო ჟილეტებს მხოლოდ დამატებითი თანხის სანაცვლოდ აძლევდნენ.მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 3 200-მდე მიგრანტი დაიღუპა.

სიახლეები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...

გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა 23...