მთავარისიახლეებიპოლიტიკადამანებეთ თავი, აი, მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. რაც შეეხება ივანიშვილთან კავშირს, 1912...

დამანებეთ თავი, აი, მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. რაც შეეხება ივანიშვილთან კავშირს, 1912 წლიდან არ შეცხვედრივარ, არხის დაბრუნება ყველამ მომილოცა ივანიშვილის გარდა – ქიბარ ხალვაშმა ქსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა

Published on

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.

,,მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ? დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. “ – მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

„რა მითხრეს იცით?! ჩვენ გავაკეთებთ ხელმოწერის ანალიზსო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდება, როცა ფულს გადაიხდიო. – განაცხადა მან ბიუროდან გამოსვლის შემდეგ. „ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში“ – ასე გამოეხმაურა იგი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხალვაში დიდი ხანია ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებს. ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე, ადრე გადავიხადო და მიიღოს პასუხი. შემიძლია გვიან გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვიტავ, ღმერთის მეშინია. უბრალოდ ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, რეგვენი, არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკისროს. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს არხის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც დაუპირისპირდა. ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის კითხვაზე, თუ ვინ მისცემს რუსთავი 2-ის თანამშრომლებს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას, ხალვაშის გაღიზიანება მოყვა:  “რასაც გინდათ იმას აკეთებთ და კიდე რაღა გინდათ?”

ქიბარ ხალვაშს მაინც მოუწია განმარტებების გაკეთება მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებზეც , სადაც მან ჟურნაისტების მოთხოვნას ბორდის შექმნაზე კაპრიზი უწოდა. “ულტიმატუმს რომ დააყენებთ, კაპრიზია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! რა უნდა გამიკეთოს ბორდმა. სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?,” – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვის დანიშნავს “რუსთავი 2-ში” მენეჯერად, განაცხადა, რომ მეზობელს. “მეზობელი უნდა დავნიშნო, ჩემი, გერმანიაში ჩემი მეზობელი”

ხალვაშმა თეთრი ლამბით ,,შეკერა” თავისი ურთიერთობა ივანიშვილთან.

ბევრმა მომილოცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ივანიშვილს არ მოულოცავს, – განაცხადა მან – ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, – განაცხადა ხალვაშმა.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...