მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს

სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს

Published on

სერგეი ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლათინო-ამერიკულ მედიასთან და ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას.

მან 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ ქართულ ჯარს ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ. მისი განცხადებით, რუსეთში არ აქვთ ქართველი ხალხისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება.

„ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთლიანად “უმტყუნა მუხრუჭებმა” და გაფრთხილებების მუხედავად, მან გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში. მაშინ იქ მუშაობდა ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი, ისინი წვრთნიდნენ ქართული სპეცდანიშნულების რაზმებს და სამხედროებს. ბრძანებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად იყო გაცემული, დანაშაულებრივია. ის თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, სამშვიდობოებს, რომელთა შორის იყვნენ რუსი სამხედროები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთდ, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...