მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ნაციონალური მოძრაობისა'' და ,,ქართული ოცნების'' შედარება გაჭრილ ვაშლთან - დავით...

,, ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ქართული ოცნების” შედარება გაჭრილ ვაშლთან – დავით უსუფაშვილი პარლამენტს გარეთ დარჩენის შემთხვევისათვის თადარიგს იჭერს

Published on

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ორი დღის წინ ისაუბრა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს, „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.
როცა ძველი პარტნიორები აღარ მოინდომეს, როდესაც ყველა პარტიას უთხრეს მაშინაც და ახლაც, გააუქმეთ პარტიები და წამოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ქვეყნის გადამრჩენელიო, როდესაც მაშინაც და ახლაც ამოცანად დაისახეს, რომ 2/3-იანი თუ 3/3-იანი უმრავლესობით უნდა შევიდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება რეფორმების დამაბრკოლებელი – განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.
ამ განცხადებას ს ქართული ოცნების მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა. 
ირაკლი სესიაშვილი დავით უსუფაშვილის შეფასებას „რეალობიდან აცდენილს“ უწოდებს. ასეთი პარალელის გავლება ნამდვილად აცდენილია რეალობას, აცდენილია ობიექტურობას. როგორც ჩანს, ასეთი განცხადებებით ”რესპუბლიკური პარტია” ცდილობს არ ჩამორჩეს მედიაომს. ამიტომ, მისი ერთგვარი არაორდინალური განცხადებების საფუძველს სწორედ ამაში ვხედავ და არა იმაში, რომ ამით პოლიტიკურ კონკურენციაში შემოვიდეს ”ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა სესიაშვილმა. 
 
”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს გარდა იმისა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში და ახლა ჩვენ ვართ მმართველი პარტია. მსგავსება არ არის არც მართვის სტილში, არც ღირებულებათა კონკურენციის ჭრილში, არც პრობლემების გადაჭრის მეთოდოლოგიის ჭრილში. ჩვენი მეთოდები, ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი ღირებულებები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ”ნაციონალური მოძრაობისგან”, – აცხადებს ზაქარია  ქუცნაშვილი.
 
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს. ასე უპასუხა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში კახეთში გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტის  კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების თაობაზე,
„ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
 

 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...