მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

დღეს ზუგდიდში პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის ზუგდიდში“ ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფაიფურის უბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. აღნიშული პროექტი მიზნად ისახავს, უბნის საჭიროებებიდან გამომდინარე მოსახლეობის ჩართულობას. მოსახლეობა თავად ირჩევს და წინადადებით მიმართავს საკრებულოს, თუ რა სახის სამუშაოები უნდა განახორციელონ უბნებში, კერძოდ, მცირე ზომის სტადიონების მშენებლობა, დასასვენებელი სკვერებისა და ბაღების მოწყობა და ა.შ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი და ზუგდიდის ხუთ უბანზე გადანაწილდება. ამ ეტაპზე მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს. ცნობისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ევროპულ ქვეყნებში, რაც შეეხება საქართველოს, 2014 წლიდან პირველი სამოქალაქო ბიუჯეტი მარნეულში განახორციელდა. ამ პროცესს ზუგდიდიც შეუერთდა და სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება 2020 წლიდან დაიწყება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...