მთავარისიახლეებიუკრაინაარჩევნები უკრაინაში

არჩევნები უკრაინაში

Published on

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა პარტიული სიით მხარი დაეჭირათ ზელენსკის პარტიისთვის, მისი მოძრაობის მხარდამჭერთა ნაწილმა მაინც რუხის პარტიულ სიას მისცა ხმა – ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ Рух нових сил ხმათა 0.4% დააგროვა. სააკაშვილის მოწოდების გათვალისწინებით, ეს კარგი შედეგია. – წერენ უკრაინულ მედიაში

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან რეიტინგების მიხედვით, პარტია ვერ შეძლებდა 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევანი ვლადიმერ ზელენსკის ხალხის მსახურის სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. 

„ბოლო დღეები ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენ მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა 2 კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს, ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე. ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...