მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სერგეენკო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას პასუხობს

დავით სერგეენკო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას პასუხობს

Published on

 ჯანდაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ ინიცირებულმა სოციალურად დაუცველთა აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ  შემწეობის გარეშე დატოვა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ათეულ ათასობით ადამიანი.  

მისი განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება,  ასევე იცვლება შეფასებების სისტემაც.

„სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობის შემცირების პიკი  იყო 2012 წლის არჩევნების წინ, თუმცა  შეფასების სისტემა ცვლილებებს განიცდიდა  – 2012 წლამდეც  და მას შემდეგაც გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით. რაც შეეხება ბავშვების მინიმალურ, ათლარიან  დახმარებას, ეს მექანიზმი  1 ივნისიდან შევიდა ძალაში და მოქმედებს,“ – განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სერგეენკოს უწყებამ სოციალურად დაუცველთა როაოდენობა 128 ათასი ადამინით შეამცირა, შემწეობა მოეხსნა 30 ათას პენსიონერსაც რომლებიც ჭიაბერაშვილის მტკიცებით უკიდეურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. 

 

 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...