მთავარისიახლეებიპოლიტიკაოქრუაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად მისი დაფინანსებული იყო

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად მისი დაფინანსებული იყო

Published on

“სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით,”-ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შაბათის კურიერში გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, მას ყოველთვის ჰქონდა იმისა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის წილების ყიდვაც.

“ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული საქმისთვის, ეს არ იყო მარტო “რუსთავი 2,” ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი და შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის. 

“სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესის მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება და გულგრილები არ იყვნენ. იგივე სახის მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არამარტო ეს ფული,”- აცხადებს ოქრუაშვილი.

კითხვაზე, მოახდინა თუ არა მან გარკვეული ზეწოლა თანხების მოსაპოვებლად, იმ ადამიანებზე, ვინც ფული გადაიხადა, ოქრუაშვილი პასუხობს:

“ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ “მე ფული მომთხოვეს.”

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...