მთავარისიახლეებიპოლიტიკახალვაში "რუსთავი 2"-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელია - ირაკლი ოქრუაშვილი

ხალვაში “რუსთავი 2”-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელია – ირაკლი ოქრუაშვილი

Published on

“ივანიშვილმა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ხალვაშს სასამართლოში სარჩელი შეატანინა,”-  ასე უპასუხა არის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, “შაბათის კურიერის” წამყვანის, ნოდარ მელაძის შეკითხვას იმ დოკუმენტზე, რომლითაც, ოქრუაშვილის თქმით დასტურდება, რომ ხალვაში “რუსთავი 2”-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელია და ამაზე მას ხელიც აქვს მოწერილი. როგორც ოქრუაშვილი განმარტავს, ხელისუფლებას ეს საკითხი აწუხებდა და მასთან გარკვეული შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა ოქრუაშვილი შეთანხმებაზე არ წავიდა. 

კითხვაზე, “ვისგან გაიგო პირველად ივანიშვილმა დოკუმენტის არსებობის შესახებ,” ოქრუაშვილი პასუხობს, რომ მისგან, თუმცა არა პირდაპირი კომუნიკაციით.

“არაპირდაპირ ჩემგან გაიგო, მე ვისაუბრე ამაზე რამდენიმე ადამიანთან და ვიცოდი, რომ ამ ამბავს მას მიუტანდნენ. დაიბარეს ხალვაში, არ მინდა რაღაც მითქმა-მოთქმაზე ვისაუბრო, მაგრამ დაიბარეს, იკითხეს რა არის ეს, მან თქვა რომ ეს არ არის ჩემი ხელმოწერა, ყალბია, ერთ-ერთმა მოდი პირდაპირ ვთქვათ, მე როგორც ვიცი, ყოფილმა პროკურორმა ფარცხალაძემ უთხრა, რომ ეს არის მისი ხელმოწერა და ისინი ამაში გაიჭედებოდნენ, ივანიშვილმა როგორც ჩანს არ მოუსმინა და გააგრძელეს ისე, როგორც გააგრძელეს. იყო ჩემდამი თხოვნები, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი გახდა, ხომ არ დაგვითმობ ამას, ხომ არ იტყვი ჩვენებაში, რომ მილიონ ორასი ათასი, რომელიც შენ გადაიხადე, ამას ვერ უარყოფენ, ხომ არ იტყვი, რომ მილიონ ორასი ათასი, რომელიც გადაიხადე, ეს იყო არა სენი ფული, არამედ ხალვაშის ფული, მაგრამ შენ იყავი გამტარი. წარმოიდგინეთ, ხალვაშია ნომინალური პირი, ყველაფერს მე ვაკეთებ და მთავაზობენ, რომ ხალვაშის ნომინალური პირი გავხდე მე,”-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...