მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა გადაკვეთა წითელი კოშაძის დაკავებით"- ირაკლი ოქრუაშვილი

“ივანიშვილმა გადაკვეთა წითელი კოშაძის დაკავებით”- ირაკლი ოქრუაშვილი

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, “შაბათის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას ეხმაურება და პირდაპირ აცხადებს, რომ ის ამ ფაქტს “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს. ოქრუაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ მეთოდებით ცდილობს მის შეჩერებას, იმისათვის რომ ოქრუაშვილმა ტელეკომპანიის საკუთრებაზე პრეტენზია არ განაცხადოს და ბრძოლა შეაჩეროს. 

„ივანიშვილმა გარკვეული სახის გზავნილი უკვე გამომიგზავნა და მან უკვე გადაკვეთა წითელი ხაზი ჩემი უახლოესი მეგობრის დაკავებით, როდესაც მას იარაღი ჩაუდეს, კობა კოშაძეს… ეს არის აკრძალული, ჩემს მიმართ არაერთხელ გამოყენებული მეთოდი და ამ მეთოდს არასდროს უმოქმედია იმისთვის, რომ ჩემზე რამე ზეგავლენა მოეხდინა.“

„მივყვეთ ქრონოლოგიურად მოვლენებს, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჩემზე ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ვერაფერი ვერ მონახა – არც კადრებით, არც პირდაპირი მტკიცებულებებით, არც არაპირდაპირი მტკიცებულებებით, ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვიყავი თუ არა გარკვეული საფრთხის მატარებელი მე, როგორც ჩვეულებრივი ერთი ადამიანი მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. არამგონია, ეს ასე იყოს. კობა კოშაძის დაკავება მე მგონია, დაკავშირებულია „რუსთავი 2“-თან, რომ თუ მე ამ ნაბიჯებს გადავდგამდი, რა ნაბიჯებიც გადავდგი, ამდაგვარი ტიპის რაღაც მეთოდებით ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა რაღაც კამპანია, იმისთვის, რომ კუთხეში მივემწყვდიე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ასეთი მეთოდები ჩემ მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული და ასეთი მეთოდები ჩემზე არ ჭრის. ეს ივანიშვილმა თუ არ იცის, შეუძლია დღეს კარგად გაიგოს,“-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...