მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ უჭერდნენ მხარს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას საკრებულოში რესუბლიკელები?

რატომ უჭერდნენ მხარს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას საკრებულოში რესუბლიკელები?

Published on

19 სექტემბერს გადაცემა არჩევანში ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი თოდუამ ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტის ნანა ქობალიას მიერ დასმულ შეკითხვაზე საკრებულოში ყოფნის დროს ფრაქცია რესპუბლიკელები რატომ უჭერდნენ მხარს  „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას და რა შეიცვალა ბოლო ორი სხდომაზე, გიორგი თოდუას პასუხი ასეთი იყო:
„ფრაქცია რესპუბლიკელები ქალაქის საკრებულოში იყო ყველაზე აქტიური და გამოირჩეოდა აქტიურობით, მაშინ როდესაც ჩვენ გვქონდა მკაფიო პოლემიკა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. არავის არ ახსოვს „ქართული ოცნება“ წინააღმდეგობასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან.“ ჩვენი ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამას, ჩვენ ასევე ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ჩვენ მხარს ვუჭერდით პრივატიზაციის პროცესს და შედეგად რამოდენიმე მილიონი დამატებითი შემოსავალი იქნა მიღებული თვითმმართველ ქალაქში. და ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ დღეს ზუგდიდი არის თვითმმართველი ქალაქი, ეს არის სწორედ ჩვენი, რესპუბლიკელების დამსახურება, შედეგად გაორმაგდა ბიუჯეტი თვითმმართველი ქალაქის, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ქალაქის. „- აღნიშნა გიორგი თოდუამ. ჟურნალისტმა მას ბოლო საკრებულოს სხდომა შეახსენა, სადაც  რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხს და გამოთქვეს შენიშვნა, რომ საკრებულოს წესად ექცა იმავე დღეს შემოსული საკითხის გადაწყვეტა.“ ყოფილა მაგალითები საკითხების გადადების, როცა არ ვეთანხმებოდით და ეს ძალიან კარგად ახსოვს თითოეულ თანაქალაქელს.“- განაცხადა თოდუამ, თუმცა მან ვერ გაიხსენა ვერ ერთი საკითხი, რომელსაც რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

სიახლეები

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

სასახლის ღობის საქმე - 15 პირიან ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. საპროცესო შეთანხმება...

საია: გახმაურებულ საქმეებზე გაუთქმელობის ვალდებულება საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების გამჭვირვალობას

საია გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრების პრაქტიკის შესახებ შეფასებას აკეთებს. “ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის...