მთავარისიახლეებისაზოგადოებაშესაძლოა წლეულს „ლუგელას" ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა დაიწყოს

შესაძლოა წლეულს „ლუგელას” ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა დაიწყოს

Published on

ჩხოროწყუში მინერალური წყლის „ლუგელას" ჩამომსხმელი ქარხანა აშენდება. ამ დროისთვის კომპანია მშენებლობის ნებართვას ელოდება – ნებართვის მიღების სემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და დაახლოებით 6 თვეში დასრულდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა აცხადებს, რომ პროექტის მიხედვით დაგეგმილია წყლის ჩამოსხმა და მისი ექსპორტზე გატანა.

საწყის ეტაპზე დაგეგმილია 2.5 მილიონი დოლარის ინვესტირება. აქედან 80 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის – ინგუში ბიზნესმენის საკუთრებაა, 20 პროცენტი კი ქართველი ბიზნესმენი გეგი გუჯეჯიანისა. 

სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, რომ  წყალი „ლუგელა" მიეკუთვნება სამკურნალო-სასმელი წყლების კატეგორიას, რომლის  სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალერგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა.

 

რაც შეეხება კურორტ ლუგელას,  რომელიც  სოფელ მუხურში მდებარეობს, წლდევანდელ სეზონს სიახლეების გარეშე შეხვდა , გამგებლის თქმით ახლა აქ   მხოლოდ საოჯახო სასტუმროებია, მაგრამ მომავალ წელს და ნაწილობრივ წლეულსაც დაგეგმილია კოტეჯების მშენებლობა. 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...