დღეს, ასოციაცია „იმედი- დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ მიერ მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა ბოლო პერიოდში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და იმ მთავარ მესიჯებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უწყობს ხელს. ასოციაცია „იმედი“-ს ხელმღვანელმა, ქრისტინე კილანავამ განმარტა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარება აუცილებელია, რადგანაც ყოველ შეხვედრაზე ბევრი ახალი ინიციატივა იკვეთება, კერძოდ, მათი მხრიდან აფხაზეთიდან გადმოტანილი ნივთების გამოფენა იგეგმება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია ამბობს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სამწუხაროდ ერთ ადგილას არის გაყინული. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების მიზნით უფრო მეტია გასაკეთებელი. შეხვედრას ძირითადად ამ კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
ბოლო პერიოდში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ზუგდიდში ისაუბრეს [Video]
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
“ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად” – სააკაშვილი
"ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად.
მანამდე ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და...
საზოგადოება
ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს...
სამართალი
წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის...
სიახლეები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე
ნახვა
tbl.ge/7h4x
დაკოპირდა
ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის...