მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებს ,,აპაჩნიკებს“

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოებს ,,აპაჩნიკებს“

Published on

,,სახელმძღვანელოების დეფიციტი არ შეიქმნება… 10 ლარი წიგნის ფასი იყო დაშინების პოლიტიკა სამინისტროს მხრიდან. არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება! ''- განაცხადა განათლების მინსტრმა თამარ სანიკიძემ ,,ნიუპოსტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, თუმცა არ აუხსნია, რაში დასჭირდა ასეთი ,,ბუა“ სამინისტროს, რომლის,,მხრიდანაც მოდიოდა ეს დაშინება'', თუ რა თქმა უნდა მინისტრს ქართულ ენაზე აზრის გამოთქმასთან პრობლემა არა აქვს.  

_ არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება! საოცარია, დღეს ამბობენ, ცოტა წიგნს ბეჭდავენ, დეფიციტი შეიქმნებაო. შარშან ამბობდნენ, ბევრი დაბეჭდეს, სახელმწიფო თანხები გაანიავესო. არანორმალურია ეს მიდგომა! როცა ვსაუბრობთ დასაბეჭდ სახელმძღვანელოებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის სახელმძღვანელობი, რომლებსაც პირდაპირ ვყიდულობთ გამომცემლებისგან. ამის გარდა, ქსელში გვაქვს ახალი სახელმძღვანელოების ნაშთიც, რომელიც მობილობის პროცესისთვის შევიძინეთ (10%-იანი სხვაობა) და ასევე, არის წინა წლების, თითქმის ახალი წიგნები. ჯამში, ეს არის საჭირო სახელმძღვანელოების დაახლოებით 40%. რეზერვი საკმარისზე მეტი გვაქვს. ცოტა შელახული სახელმძღვანელოების რეზერვიც საკმარისია ბიბლიოთეკებში და თუ უცებ, ერთი სკოლიდან მეორეში მოსწავლე გადავა, რამდენიმე დღე ამ წიგნებს გამოიყენებენ. სხვათაშორის, არის კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც მეფიქრება- რეზერვში აღმოვაჩინეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც აქვთ შელახული ყდები, შიგთავსი კი აბსოლუტურად ახალივითაა. ვფიქრობთ, მათ ახალი ყდები გავუკეთოთ. არავითარი ზედმეტი რესურსის შესყიდვას არ ვაპირებთ. თუმცა თუ დაგვჭირდა, არც დაბეჭდვა ან ყიდვაა პრობლემა – აცხადებს მინისტრი.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...