მთავარიUncategorizedამ არხის დირექტორს ხელისუფლება მოიაზრებს ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მცდელობაში სრული კონტროლი...

ამ არხის დირექტორს ხელისუფლება მოიაზრებს ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მცდელობაში სრული კონტროლი დაამყაროს საინფორმაციო სივრცეზე ქვეყანაში – სალომე სამადაშვილი

Published on

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო იმედგაცრუება“-ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ხელისუფლება დაელოდოს სამართლებრივი ბრძოლის დასრულებას და ეს გადაწყვეტილება არ გამოიყენოს ბოროტად.

„ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა, ახლა მათ ბოროტად არ გამოიყენონ ეს გადაწყვეტილება და  შესაბამისად მისცენ შესაძლებლობა მხარეს, ამ შემთხვევაში “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ სამართლებრივი პროცესი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს იმის მცდელობისგან, რომ ფორსირებულ რეჟიმში დაარტყას არხს.

„ეს ყველაფერი ჩემი აზრით გამოიღებს ორ შედეგს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება და ეს უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასამართლო დავა შეეხებოდა კონკრეტულად საკუთრების უფლებებს. პოლიტიკური კონტექსტის განხილვაში არ შესულა და ვერც შევიდოდა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უკვე ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას რომ მათშორის საერთაშორისო კონტექსტშიც ძალიან ნათლად იყოს შეფასებული თუ როგორ იყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ თანამდებობას “რუსთავი 2”-ში დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მთავარ მოწინააღმდეგედ სწორედ ნიკა გვარამიას განიხილავს.

„ნიკა გვარამია არის მუდმივად სამიზნე ხელისუფლების. რომ ნიკა გვარამიას, როგორც ამ არხის დირექტორს ხელისუფლება მოიაზრებს ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ  მცდელობაში რომ სრული კონტროლი დაამყაროს საინფორმაციო სივრცეზე ქვეყანაში. შესაბამისად ხალვაშის განცხადება, ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ხალვაშს არ აქვს არანაირი გეგმა რომ არხის პოლიტიკა შეინარჩუნოს და პირველი სამიზნე მისთვის არის ნიკა გვარამია,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...